რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური

ფილმი, შესაძლოა, “ოსკარის” ნომინანტებს შორის მოხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

დიმიტრი ცინცაძისა და ლევან აკინის შემდეგ, რეზო გაბრიაძის შვილი, ლეო გაბრიაძე მესამე ქართველი რეჟისორია, რომელიც ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებს. “ჰარი-ჰარალე დედაო” (ფილმის ინგლისური სახელწოდება REZO) იმ 32 ანიმაციას შორის მოხვდა, საიდანაც საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიისთვის ნომინანტები უნდა შეირჩეს.

ანიმაციური ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება ქუთაისში, თეთრ ხიდზეც გაიმართა.

რევაზ გაბრიაზე ქუთაისელი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალია.

ოსკარის ნომინანტების ვინაობა 13 იანვარს გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოვების ცერემონიალს დოლბის თეატრი 9 თებერვალს უმასპინძლებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *