იმერეტში ნატოს დღეების აღნიშვნა გრძელდება. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და

ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით  უნივერსიტეტში პიარ-აქცია მოეწყო. უნივერსიტეტის ეზოში თემატური მასალები დარიგეს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა და უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რადგან ახალგაზრდების სწორად ინფორმირებულობა ქვეყნის დასავლური კურსით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თემატური მასალების დარიგებით კი შევეცადეთ სწორი ინფორმაცია მიგვეტანა თითოეულ ადამიანამდე.” – აღნიშნა იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რიმლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *