ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ სოციალურად

დაუცველ ოჯახებს, რომელთაც დღეს დახმარების აუღებლობა გააპროტესტეს, შემწეობა არ შეჩერებიათ.  იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ ოჯახებს დახმარება არ მოხსნიათ და ის მხოლოდ მონაცემების გადამოწმებამდე შეუჩერდათ. ჭიღლაძე განმარტავს, რომ კანონის მიხედვით, დახმარების შეჩერება ყოველ თვეში ხდება და ამის შესახებ შემწეობის მიმღები ბენეფიციარები ინფორმირებულები არიან.

“ამ ოჯახებს სოციალური დახმარება არ მოხსნიათ. არის შეჩერებული. სოციალური მომსახურების სააგენტო ყოველთვიურად ამუშავებს ინფორმაციას რაც ბაზაშია რეგისტირებული და რაც მოგვეწოდება სხვადასხვა სტრუქტურებიდან. ოჯახებისთვის დახმარების შეჩერება ყოველ თვეში ხდება, რათა მოხდეს დაზუსტება რამდენად მიზნობრივად ხდება საარსებო შემწეობის გაცემა. შეჩერება წინა თვეშიც მოხდა. ამის შემდეგ ხდება დამუშავება, ოჯახებში ვიზიტი. ზოგიერთ ოჯახში დადგინდა რომ ცვლილება არ იყო და მოხდა დახმარების აღდგენა. იქ, სადაც ცვლილება დაფიქსირდა შეივსო ახალი დეკლარაციები, დაითვალა ახალი ქულები და მის შესაბამისად გაგრძელდა საარსებო შემწეობა. ამ თვეში უფრო მეტი ოჯახი აღმოჩნდა სოციალურ საცხოვრისში მაცხოვრებლები,”-ამბობს ჭიღლაძე. 

იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მონაცემების გადამოწმების შემდეგ, ოჯახებს, რომელთაც უცვლელი ქულები ექნებათ, დახმარება ნოემბრის თვეში დაერიცხებათ. სხვა შემთხვევაში კი ოჯახების ქონებრივი დეკლარაცია თავიდან შეივსება.

ქუთაისში სოციალური დახმარება ჯამში 300-მდე ოჯახს შეუჩერდა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *