ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #21-ში, გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გაეცნო , საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ბოჭორიშვილთან ერთად. რეაბილიტაციას ,,გლობალ ბილდინგი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 72339,55 ლარია.

“გზის ამ მონაკვეთზე, ყოფილი “აისის” ქარხანასთან, მოსახლეობა რამდენიმე წელი ითხოვდა გზის შეკეთებას. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა. ხვალ კი მთლიანად დასრულდება გზის საფარის დაგება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარიც” – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

R

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *