საზოგადოება
ზესტაფონში, მდინარე ყვირილადან მაშველებმა ძაღლი ნავით გამოიყვანეს
ზესტაფონში​ მეხანძრე-მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს. ის მდინარე ყვირილაზე არსებულ ხიდთან ახლოს, ჯებირზე იყო და წყლის ადიდების გამო ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა ოთხფეხა მეგობარი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


| Print |