გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ,

კახა კუჭავამ პარლამენტის მწვანე ინიციატივები  წარადგინა. ერთ-ერთი ინიციატივა ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების ლიცენზიების შემცირებაა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით სულ 12 ლიცენზიის გაცემა მოხდება, რომლებზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება. 

,,ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე ტყის მასივებია, რომლებიც დაახლოებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 40 პროცენტს მოიცავს. სამწუხაროდ, ტყის მასივების მართვის კუთხით არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. 2013 წლსთვის არსებობდა 69 ხე-ტყის ჭრის და გადამუშავების ლიცენზია. შემდეგ მოხდა მკაცრი კონტროლი და ძალიან ბევრი გაუქმდა. დღეს, ნოემბრის მაჩვენებლით 31 ლიცენზია არსებობს და წლის ბოლომდე 6-ს შეუწყდება მოქმედება. ზოგს ვადა გასდის, ზოგს დარღვევების გამო. საბოლოო ჯამში დაგვრჩება 12 ლიცენზია, რომელზეც იქნება ძალიან მკაცრი კონტროლი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც ახალი ტყის კოდექსი ითვალისწინებს, ეს გახლავთ ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების აკრძალვა. აღარ იქნება არცერთი ხე-ტყის ლიცენზია გაცემული.”- განაცხადა კახა კუჭავამ. 

ერთადერთი ორგანო, რომელიც ტყის მართვასა და ხე-ტყის გადამუშავებაზე იქნება პასუხისმგებელი, ტყის მართვის სააგენტო იქნება. ასევე შეიქმნება სამეურნეო ეზოები, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი მსურველი ხე-ტყის რესურსით სარგებლობას შეძლებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *