Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

"ჯორჯიან მანგანეზი": შუქრუთში სახლები მანგანუმის საბჭოთა პერიოდში მოპოვებით დაზიანდა
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის საპროტესტო აქციასა და მათს მოთხოვნებზე ოფიციალური განცხადება "ჯორჯიან მანგანეზში" გააკეთეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღაროებში მიმდინარე სამუშაოები მათს საცხოვრებელ სახლებს აზიანებს, რის გამოც 7 ნოემბრიდან ტერიტორია გადაიკეტა, რამაც სამუშაოების შეჩერება გამოიწვია. ადგილობრივები მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

"ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ კომპანიამ საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც სოფელ შუქრუთში არსებული ყველა დაზიანებული სახლი მოინახულა. მათი განმარტებით, კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღწერილი დაზიანებები არ უკავშირდება კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ სამუშაო პროცესს და ეს გამოწვეულია საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული სამუშაოებით. მათივე თქმით, ზარალი იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ კომპენსირებული იყო.

კომპანიაში ამბობენ, რომ კიდევ ერთი კვლევითი სამუშაოები სოფელში 2019 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო, რომელსაც დამოუკიდებელი საექსპერტო ჯგუფი "საინჟინრო კვლევების ცენტრი" ახორციელებს.

"პირველადი მონაცემებით შესწავლილი და გამოკვეთილი დაზიანებები არ უკავშირდება "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებულ სამუშაოებს და ირკვევა, რომ შუქრუთში სახლების დაზიანება საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ წარმოებული მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებით არის გამოწვეული. დაზიანებების მეტი წილიც სწორედ იმ პერიოდისაა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით განპირობებული ყველა გამოკვეთილი და დადგენილი ზიანი კომპანიის მიერ ანაზღაურებული იქნა,"-აცხადებენ კომპანიაში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ. სამტრედიის
შესასვლელში, მდინარე
11:23 / 10.07.2020
მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ. სამტრედიის შესასვლელში, მდინარე
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა
16:14 / 09.07.2020
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების
11:42 / 09.07.2020
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 26 °C
img
ქუთაისი 19 - 31 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
სოხუმი 20 - 28 °C
img
ფოთი 22 - 27 °C
img
თელავი 19 - 25 °C
img
მესტია 10 - 21 °C
img
ზუგდიდი 19 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა ექნება
12:05 / 11.07.2020
მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით,
,,მთავრობის გაუგებარი პოლიტიკის და ლოგიკისგან შორს მდგარი გადაწყვეტილებების გამო ქვეყანა კარგავს ეკონომიკურ სარგებელს"
15:21 / 10.07.2020
,,მთავრობის გაუგებარი პოლიტიკის და ლოგიკისგან შორს მდგარი გადაწყვეტილებების
ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
12:57 / 10.07.2020
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობის სამუშაოები
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
14:38 / 09.07.2020
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი