ხონის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.

თვითმმართველობა მოსახლეობას ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის მინი სასროლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებს.

“2019 წლის ნოემბერში, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის მინი სასროლეთზე გაიმართება საწვრთნელი სროლები. მოსახლეობას მივმართავთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევაში გამოიჩინონ სიფრთხილე,”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ფოტო: ხონის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *