ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისათვის ხარაგაულში ერთი პირი დააკავეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შსს-ს თანამშომლებმა, ცეცხლსასროლი
იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ბრალდებით,
ერთი პირი დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად
ნივთმტკიცებად ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, 334 საბრძოლო ვაზნა, 2 მჭიდი და "ეფ1"-ის ტიპის
ხელყუმბარა. ზესტაფონში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი
ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი
157 საბრძოლო ვაზნა,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 236-ე
მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე
მასალის გამოყენების პირობები