წყალტუბოში, სორმონისა და რიონის ტყის

მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და დარჩენილი კერების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება.

ხანძარი წყალტუბოს სოფლებში გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. იწვოდა ეკალ-ბარდები და ჩაის ბუჩქები.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე იყო ჩართული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *