ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას ქუთაისში დღეს გამოუცხადებენ. ექიმები სამედიცინო დაწესებულების წინ შეიკრიბებიან და “თეთრი ხალათების” აქციას გამართავენ. მხარდამჭერი აქცია 12:00 საათზე დაიწყება.

ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი ,,საზღვრის” გადაკვეთას არ აღიარებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *