წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლას

აფხაზეთის ომის გმირის გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა.გოჩა წულაია სოფელ გუმბრინის სკოლის წარჩინებული და გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ 22 წლის წარმატებულმა სტუდენტმა სამშობლოს დაცვის გადაწვეტილება მიიღო, მშობლებს წერილი დაუტოვა და აფხაზეთის ომში წავიდა, სადაც გმირულად დაიღუპა.

“ჩვენი ვალია, გვახსოვდეს სამშობლოსთვის დაღუპული ვაჟკაცები, ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე უყოყმანოდ გასწირეს, დღეს კიდევ ერთი ასეთი გმირის სახელი მიენიჭა სკოლას, ეს ფაქტი არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში გმირებს არ ივიწყებენ და სათანადო პატივს მიაგებენ”, – განაცხადა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *