აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის

სტუდენტები შეუერთდნენ ,,თეთრი ხალათების” აქციას და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი უერთდება 9 ნოემბერს დაკავებული ორთოპედ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ “თეთრი ხალათების” აქციას! ჩვენ ვგმობთ ჩვენი კოლეგის, გამორჩეული პროფესიონალისა და ღირსეული პიროვნების ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს და ყველას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!” – ამბობს სტუდენტი ანა ქურციკიძე.

,,თეთრი ხალათების” მდუმარე აქცია ქუთაისში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ექიმებმაც გამართეს.

ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *