ბავშვთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში ფორუმი- “თანამედროვე გამოწვევები,

თანამედროვე გადაწყვეტებით” მოეწყო. მისი მიზანია, ბავშვთა განვითარებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, პირებს შესთავაზოს საინფორმაციო და სადისკუსიო პლატფორმა, სადაც განხილული იქნება ერთი მხრივ, ის სპეციფიკური გამოწვევები, რომლებიც თანამედროვეობაში ბავშვების აღზრდა-განვითარების და მათი უფლებების რეალიზების კუთხით არსებობს; მეორე მხრივ, კი წარმოადგენილი იქნება პრევენციული ხასიათის რეკომენდაციები, წარმატებული პრაქტიკები და სახელმწიფოში არსებული კონკრეტული სერვისები, შესაძლებლობები და დაცვის მექანიზმები ბავშვთა საჭიროებების მიმართულებით.

“ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ბავშვთა უფლებების კოდექსი. ვისაუბრეთ ადგილობრივ დონეზე იმ კონკრეტულ პროგრამებზე, რომლებიც ბავშვთა გაძლიერების მიმართულებით ხორციელდება. მსჯელობა იყო იმ გამოწვევებზე, რომლებიც სოციალურ სივრცეში ფიქსირდება. ვისაუბრეთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე. ეს არის აღმზრდელობითი ხასიათის პრობლემები, პროგრამები, ინფრასტრუქტურული მიმართულება და სხვა,”-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.

ფორუმზე მოხსენება წარადგინეს და ბავშვთა მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლებმა. ფორუმს ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *