ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართება.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა 23 და 24 ნოემბერს, მესხიშვილის თეატრში ჩატარდება. მსურველებს წიგნების შეძენა 20%-დან 80%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ.

“ფასდაკლება გელოდებათ სიახლეებზე, სხვადასხვა სერიულ და არასერიულ წიგნებზე. მათი შეძენა 20%-დან 80%-მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. მოდი წიგნის დღესასწაულზე,”-ნათქვამია ფესტივალის აღწერაში.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა 10:00 – 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალის ორგანიზატორია გამომცემლობა “პალიტრა L” და ქუთაისის მერია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *