ჭიათურაში,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო

და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე,დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი – ორი პირი დააკავეს. შვიდი პირი პასუხისმგებლობაში მისცეს. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი, საერთო ჯამში, 29 660 ლარის ღირებულების 32 020 მ2 მოცულობის მიწის ნაკვეთები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.” – წერია უწყების  განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *