ხარაგაულელ წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადაეცათ.

მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულიდან 31 მოსწავლე დაჯილდოვდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამას ,,ჩემი პირველი კომპიუტერი,” რომლის ფარგლებშიც ის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები)მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით ჯილდოვდებიან.

იმერეთში პერსონალურ კომპიუტერს ჯამში 813 წარჩინებული მოსწავლე მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *