ქუთაისში გაზეთ “უქიმერიონისა” და საზოგადოება

“ქუთაისელის” დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნეს.

საზეიმო ღონისძიება ოპერის თეატრში გაიმართა. მასში ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორია იმერეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი თეიმურაზ ლანჩავა.

საზოგადოება “ქუთაისელი” ქუთაისში 1990 წელს, 30 წლის წინ დაარსდა და მისი პირველი პრეზიდენტი ლევან სვანაძე იყო, ბოლო ათი წელია კი საზოგადოებას მწერალი და საზოგადო მოღვაწე თეიმურაზ ლანჩავა ხელმძღვანელობს.

ამავე წელს დაარსდა გაზეთი, “უქიმერიონი”, რომლის მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ლანჩავაა. გაზეთის რედკოლეგის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ ოტია იოსელიანი, ზურაბ კუხიანიძე, ლილი ნუცუბიძე.1990 წელს კი იმერეთის სამწერლო ორგანიზაციის რეგიონის თავმჯდომარედ თეიმურაზ ლანჩავა აირჩიეს დაიგი რედაქციას დღემდე ხელმძღვანელობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *