ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს.

ტურისტულ ზეონაში 2550 წაბლისა და ფიჭვის ნერგები დაირგო.

“კურორტ საწირეს განვითარების ფონდის” ინიციატივით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 23,4 ჰა ფართობისთვის ტყის აღდგენის პროექტი მოამზადა, რომელიც ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასთან ერთად, 18 900 ცალი სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული სახეობების ნერგების დარგვას ითვალისწინებს.

საწირეტყიბულის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ზონაა, რომლის უნიკალურობასაც იქ არსებული ლანდშაფტი და ბუნებრივი გარემო განაპირობებს. 

აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა და საწირეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

ფოტო: ტყიბულის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *