საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში,

კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია სახლის მანსარდი და მასში არსებული საოჯახო ნივთები. ასევე, სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციები.

“არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება,”-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *