ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების

დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც 2 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს. პატიმრის ადვოკატის ილია ჯანელიძის თქმით, დაკავებული სასამართლო პროცესს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაესწრება.

პატიმრის უფლებადამცველის ინფორმაციით, საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. მისივე განმარტებით, მსჯავრდებულმა ყველა უწყების წარმომადგენელს, მათ პრემიერ მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა.

2 ოქტომბერს 46 წლის კ.ო ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *