ქუთაისის მერიამ ცენტრალურ მოედანზე გასამართი საახალწლო

გალა-კონცერტისთვის საკონცერტო სცენით, გახმოვანების აპარატურითა და სასცენო განათებით მომსახურებისათვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარია.

მიმწოდებელმა 2019 წლის 31 დეკემბერს სცენის, გახმოვანების აპარატურის და სასცენო განათების მონტაჟი მერიის მიერ მითითებულ ადგილზე, ხოლო ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დემონტაჟი უნდა უზრუნველყოს. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია, რომ ხმის რეჟისორის, განათების რეჟისორის მომსახურება და სცენის, ხმის სისტემის, განათებისა და ტექნიკური პერსონალის ტრანსპორტირება-გადაადგგანახორციელოს.

წინადადებების მიღება 6 დეკემბერს იწყება და 9 დეკემბერს სრულდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *