აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელმა

აქტივიზმის შესახებ დისკუსია მოაწყო. მწერალმა დათო ტურაშვილმა, მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა და ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიულ გამოცდილებასა და თანამედროვე საჭიროებებზე ისაუბრეს. 

“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით, სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა და სხვადასხვა რაკურსით განვიხილეთ ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც სამოქალაქო აქტივიზმს აქვს ერთის მხრივ, როგორც მოძრაობას საქართველოში და მეორეს მხრივ, ის შესაძლებლობები,რომელიც მოქალაქეების ხელშია. გავიხსენეთ წარსული, ისტორიული გამოცდილება კულტურა, რომელიც საქართველოს აქვს აქტივიზმის თვალსაზრისით, ასევე ვიმსჯელეთ იმ თანამედროვე საშუალებებზე, რომელიც თანამედროვე მოქალაქის ხელშია.” – განაცხადა აწსუ კურსდამთავრებულთა ქსელის კოორდინატორმა ქრისტინე მაღლაკეიძემ. 

სამოქალაქო აქტივიზმის განმარტება მრავალფეროვანია. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია სამოქალაქო აქტივიზმს განმარტავს, როგორც “საზოგადოებრივი ინტერესებით შემუშავებულ და განხორციელებულ ინდივიდუალურ ან კოლექტიურ საქმიანობას”, ან კიდევ, როგორც “მოქალაქეთა მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ცვლილებებისაკენ”. 

ბევრისთვის სამოქალაქო აქტივიზმი საზოგადოებაში საკუთარი როლისა და დანიშნულების დანახვასთან, იმ გზების ძიებასთან ასოცირდება, რომლითაც ისინი სამოქალაქო ცხოვრების გაუმჯობესებაში შეიტანენ წვლილს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *