“ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართვიანობა და შემაკავებელი

ორდერის გაცემის რიცხვი ყოველ წელს იმატებს,”-ამის შესახებ ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების იურისტმა, სოფიო ქარჩხაძემ განაცხადა. ქარჩხაძე ამბობს, რომ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისების ცნობადობა უფრო მაღალია და ძალადობის მსხვერპლნი სახელმწიფოს მხარდამჭერად მოიაზრებენ. დაწესებულების იურისტი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.

რაც შეეხება თავად თავშესაფრის მუშაობას, სოფიო ქარჩხაძის განმარტებით, დაწესებულება სრული დატვირთვით მუშაობს. მაღალია არასრულწლოვანთა მიმართვიანობის მაჩვენებელი.

“არასრულწლოვნებიც სარგებლობენ თავშესაფრით. მათ თავშესაფარი ორი კუთხით ემსახურება. ერთი, როგორც დამოკიდებული პირი, რომელიც ძალადობის მსხვერპლ მშობელს მოყვება, ხოლო მეორე თვითონ მსხვერპლია არასრულწლოვანი. სამწუხაროდ, მსხვერპლი არასრულწლოვანი პირების რიცხვიც საკმაოდ დიდია,”-ამბობს ქარჩხაძე.

თავშესაფრის დატოვების შემდეგ, ბენეფიციარი მზად უნდა იყოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ის ბრუნდება ოჯახში, ან მოიძებნება მხარდამჭერი, ან იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, რაშიც სახელმწიფო ეხმარება. თავშესაფრის დატოვების შემდეგ, დაწესებულება ბენეფიციარების მონიტორინგს ახორციელებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *