საზოგადოება
ქუთაისში პატიმრის, რომელმაც პირი ამოიკერა, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულმა პირი ამოიკერა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებულის განმარტებით, მან პირი საპარსის ლითონის დეტალით ამოიკერა. სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ბრალდებულმა ამოიკერა პირი (როგორც თავად განმარტავს, საპარსის ლითონის დეტალით) გაიკეთა თითო ნახვრეტი ზედა და ქვედა ტუჩზე, გაყრილი აქვს ტანსაცმლის ქსოვილიდან ამოღებული ძაფი. ბრალდებულს მედპერსონალის მიერ ყოველდღიურად მიეწოდება ახსნა-განმარტებები ადამიანის ჯანმრთელობაზე შიმშილობის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი არ წყვეტს შიმშილობას. ო.კ. პერიოდულად უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, კერძოდ- გასინჯვაზე, სისხლის და შარდის საერთო ანალიზების აღებაზე, ასევე ინტრავენური ინფუზიის გაკეთებაზე. ბრალდებული იმყოფება მედ-პერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შესაბამისად, ხდება დაზიანების დამუშავება. ბრალდებულის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა სტაბილურია,"-აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ბრალდებული კ. ო. (დაბადებული 1973 წ.) პასუხისგებაში მიცემულია 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება). 

დაკავებულმა შიმშილობა 7 ოქტომბრიდან გამოაცხადა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი -2 - 3 °C
img
ქუთაისი 1 - 11 °C
img
ბათუმი 4 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020