ქუთაისში ჟურნალისტებმა აჭარის საზოგადოებრივი

მაუწყებლის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლების თქმით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს და ახლადდანიშნული დირექტორი ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს.

“ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მხარდაჭერა კოლეგების მისამართით. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში საკმაოდ რთული სიტუაციაა. ახალი დირექტორი ითხოვს იმ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რაც აქამდე იყო. 21-ე საუკუნეში, მით უფრი საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალსიტებს დირექტორი შანტაჟის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს,”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *