ჭიათურის თეატრს 125 წელი შეუსრულდა.

ის 1894 წლის 11 დეკემბერს დაარსდა. 

“მსოფლიოს თეატრალურ რუკაზე გაგიჭირდებათ ნახოთ ისეთი პატარა ქალაქი, რომლის თეატრი საუკუნეს ითვლის. შეგვიძლია ვიამაყოთ,რომ ულამაზეს ჭიათურაში არსებობს ასეთი თეატრი და არა მხოლოდ არსებობს, არამედ სახელოვანი ისტორიაც აქვს”-ძნელია, არ დაეთანხმო ბატონ ნოდარ გურაბანიძის ამ სიტყვებს. ვამაყობთ იმითაც, რომ თეატრი დღესაც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას და კვლავაც წარმატებული სპექტაკლებით, პრემიერებით, პრიზებითა და მაყურებლის ოვაციებით ხვდება იუბილეს. ვულოცავ თეატრის დასს საიუბილეო თარიღს და ახალ-ახალ გამარჯვებებს ვუსურვებ,”-განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

1910 წლიდან თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავს. მე-20 საუკუნის 20-30 წლები თეატრის ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ წლებში თეატრმა დადგა: შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას დავით კლდიაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის და სხვათა პიესები. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი “ყვარყვარე თუთაბერი” ქართული თეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განხორციელებად ითვლება, ხოლო მასში მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე ამ სცენური სახის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.

ფოტო: ჭიათურის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *