პროექტი "უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!" დასრულდა
პროექტის "უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!" ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოქალაქეთა მისაღებში გაიმართა და მასში მონაწილეობა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

პროექტის ფარგლებში, 14-მა მობილობის შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ციფრული მარკეტინგის 3 თვიანი (300 საათი) კურსი გაიარა. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს ციფრული მარკეტინგი, ვიზუალური მარკეტინგი, ობიექტის მომზადება და ფოტო-კოლაჟი; კონტენტის შექმნა და მარკეტინგი; სოციალური მედია-გვერდის შექმნა და მარკეტინგი; ვებ-გვერდის შექმნა და მართვა. სწავლების პროცესში გამოყენებულ იქნა მიდგომა "ისწავლე კეთებით", კურსი პირისპირ და დისტანციური სწავლების პრინციპით წარიმართა.

პროექტის 8 ბენეფიციარმა მიღებული ცოდნა საკუთარი ბიზნეს იდეების განსავითარებლად და ანაზღაურებადი სამუშაოს მისაღებად უკვე გამოიყენა. მათ შექმნეს საკუთარი ონლაინ პლატფორმები, რომლის მეშვეობით, მოახდენენ მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების მართვას, ხელნაკეთი ნივთების ონლაინ გაყიდვას და დამკვეთისთვის ვებ და სოციალური ქსელების გვერდების დამზადებას. პროექტის მონაწილეები საკუთარი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციას ონლაინ პლატფორმა ვენდოო.გე-ს საშუალებითაც მოახდენენ. პროექტის ფარგლებში სულ 22 შშმ პირის შრომითი და პროფესიული უნარები შეფასდა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ; 14 შშმ პირს გაეწია ინდივიდუალური კონსულტაციები სამუშაოს ძიების ტექნიკებზე და რეფერირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამაში.

პროექტს განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა, მათთვის შრომის ღია ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ციფრული მარკეტინგისა და ვებ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ცოდნისა და უნარების გამომუშავების ხელშეწყობა, შემოსავლების გენერირების შესაძლებლობა, როგორც თვითდასაქმებით, ისე შრომის ღია ბაზარზე დასაქმებით.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რუსეთიდან მომდინარე
საფრთხეები და სოციალური მედიით საზოგადოებრივი
16:53 / 07.08.2020
დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და სოციალური მედიით საზოგადოებრივი

წყალტუბოში, შანიძის ქუჩა №1-ში მდებარე, ყოფილი საკრებულოს შენობა
ისევ იყიდება.
13:45 / 06.08.2020

წყალტუბოში, შანიძის ქუჩა №1-ში მდებარე, ყოფილი საკრებულოს შენობა ისევ იყიდება.
სამტრედიის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის
14:09 / 03.08.2020
სამტრედიის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის
წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის
21:33 / 01.08.2020
წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა
18:47 / 31.07.2020
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 18 - 32 °C
img
ქუთაისი 19 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 21 - 27 °C
img
თელავი 18 - 29 °C
img
მესტია 8 - 19 °C
img
ზუგდიდი 19 - 27 °C
img
ბორჯომი 15 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
ადიდებული მდინარე რიონი (კადრები ქუთაისიდან)
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე რიონი ადიდდდა.
09:48 / 29.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო
17:07 / 07.08.2020
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო.
"აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა კვლავ იმკის" - თეა წულუკიანი
16:20 / 07.08.2020
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აგვისტოს
ქუთაისში  შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გაიმართა
16:04 / 07.08.2020
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა სტუდენტებსა და 17-წლამდე ახალგაზრდებს
12:37 / 06.08.2020
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას