ხარაგაულში ფარცხნალზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა.

“ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო” – ფილმი სტუდია “პიორნერფილმის ორგანიზებით”, იზა ვეფხვაძის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით ახალგაზრდებმა გადაიღეს.

საპრემირო ჩვენებას “პიონერფილმის” დამფუძნებელი გრიგოლ ჩიგოგიძე, ფილმის მთავარი პერსონაჟები გერმანელი, ნინა ზინგერი და ებრაელი, ლეონ შავიტი დაესწრნენ.

“ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო”, სოფელ ფარცხნალის უნიკალურობაზე მოგვითხრობს. ფილმი დოკუმენტურია და მასში მონაწილეობას იღებენ ასევე, ხარაგაულელი ახალგაზრდები, რომლებიც იმერულ სიმღერებს ასრულებენ.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ხარაგაულში ჩამოდის ორი უცხოელი, რომლებმაც იციან ფაცხნალის უნიკალურობის შესახებ და სურთ დაათვალიერონ სოფელი. მათ მეგზურობას უწევს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე. აცნობს სოფლის ისტორიას და იმ სახელოვან ადამიანებს, რომლებიც ამ სოფელში დაიბადნენ და გაიზარდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *