ქუთაისელი ახალგაზრდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

მიერ გამოცხადებული პროგრამის “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” გამარჯვებული გახდა. ვახო კაჩუხაშვილი ერთი წლის ვადით ესტონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იქნება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პროგრამას “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი”. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ ერთწლიანი საპატიო მანდატით გახდნენ “საქართველოს ახალგაზრდა ელჩები” მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და სახალხო დიპლომატიის საშუალებით, მოახდინონ ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

ახალგაზრდა ელჩების შერჩევა ხორციელდება, ღია კონკურსის წესით, სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრული ქვეყნებიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ კანდიდატებს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად გამოეყოფათ თანხა 7 000 ლარის ოდენობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *