ხანუკას დღესასწაულს ქუთაისში, სინაგოგაში 22 დეკემბერს

აღნიშნავენ. ებრაული თემის წარმომადგენლები ხანუკას სანთლების ანთების რიტუალს 17:00 საათზე ჩაატარებენ. 

ამ დღესასწაულით სიმბოლურად აღინიშნება სინათლის სიბნელეზე გამარჯვება.

ხანუკას დღესასწაული ნოემბერ-დეკემბერში ტარდება და 8 დღის მანძილზე გრძელდება.

ებრაელები ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) სანთელს ან წმინდა ზეთს ანთებენ.

ფოტო: ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *