2019 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი

82 551 მგზავრს მოემსახურა, რაც 45 % -ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადისა და შიდა ტიხრების მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა. დასრულებულია სახურავის მოწყობაც.

პარალელურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი. რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს. რის შემდეგაც ტერმინალი სპეციალური დანადგარებითა და გათბობა-გაგრილების სისტემით აღიჭურვება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *