ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშების პროტესტი გრძელდება.

ქარხანაში საწარმოო პროცესი კვლავ შეჩერებულია. მუშების მოთხოვნები უცვლელია – ხელფასის მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. 

გაფიცულებს პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ამ დროისთვის ისინი მუშებთან ერთად, ქარხნის ადმინისტრაციასთან მოსალაპარაკებლად არიან შესული.

“ვითხოვთ ხელფასის 30 %-მდე მომატებას. ვმუშაობთ 12 საათი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გარეშე. არ გვაქვს არანაირი პირობები. არ არის გათბობა, სველი წერტილები. არ გვაცვია ფორმა, ჩვენი ტანსაცმლით ვმუშაობთ. არ გვაქვს აირწინაღები, როდესაც მტვერთან და ცეცხლთან მუშაობა გვიწევს,”-აცხადებენ გაფიცულები.

გაფიცულები ამბობენ, რომ სამუშაო პროცესს არ განაახლებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *