ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე

ახალი სკვერის მოწყობა სრულდება. სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა. დაიდგმება ძელსკამები. სამუშაოებს  შპს “ნიუ სთაილი” ასრულებს და მისი ღირებულებაა 485 113 ლარია.

,,მიმდინარე წელს ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის იერსახეზე,” – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *