ქუთაისში , კრილოვის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს “დაგი+” ასრულებს. ქუჩის რეაბილიტაციისთვის 272 ათასი ლარი დაიხარჯება. 

სამუშაოები ქუთაისის მერმა მოინახულა. 

,,ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებია კრილოვის ქუჩაზე, სულხან საბას გამზირზე და მალე დაიწყება კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის იერსახეზე.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *