ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებთ მოსახლეობას, ნამქერისა და ძლიერი

ყინვის გამო, მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე თავი შეიკავონ დაბალი გამავლობის ავტოტრანსპორტით მოძრაობისგან. მათივე ინფორმაციით, მოცურების საწინააღმდეგო საშუალებებით ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია.

“ტყიბულის მუნიციპალიტეტი ზამთარში უხვი ნალექით ხასიათდება. განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა ტყიბული-მუხურის მონაკვეთი, სადაც ნალექმა ერთ მეტრს გადააჭარბა. ნამქერისა და რთული კლიმატური პირობების მიუხედავად არ გაჩერებულა სატრანსპორტო მიმოსვლა აღნიშნულ მონაკვეთზე და სოფელს შეუფერხებლად მიეწოდება გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისი. მერიის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულნი არიან და ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ თოვლწმენდით სამუშაოებს და ტექნიკური მარილის დაყრას,”-აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *