დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაცვლილ 5 თვის

ორსულ ქალს ბე ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგაძის თქმით, გარდაცვლილის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში 24 სხვადასხვა ვირუსზე შემოწმდა. მათ შორის კორონავირუსზე, რაც გარდაცვლილს არ აღმოაჩნდა.

“ლაბორატორიულად ბე ტიპის გრიპის ვირუსი დადასტურდა, რამაც რესპირატორული დაავადება გამოიწვია. რისკ ჯგუფში მყოფმა პაციენტმა თავის დროზე უარი თქვა ვაქცინაციაზე, რის შემდეგაც მკურნალობა დაგვიანებული იყო,”-ამბობს გოჩა გიორგაძე.

5 თვის ორსული ონიდან იყო. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *