ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და

13 მაღაროს პარალიზება მოახდინა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღაროების მუშაობა სოფელში მცხოვრებ 280-მდე ოჯახს საფრთხეს უქმნის. მათივე თქმით, საცხოვრებელი სახლები ზიანდება და ეზოებში ნაპრალები ჩნდება. აქციის მონაწილეები ამბონენ, რომ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მათ კომპენსაციას დაპირდა, თუმცა, დაპირება არ შესრულდა. ადგილობრივები მათი საცხოვრებლების შეფასება და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათივე თქმით, კომპანია მოსახლეობას უჩივის და ყოველ პარალიზებულ დღეს ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს, რაც ჯამში 5 მილიონ-ნახევარს შეადგენს.

“ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია. რა დროს ჩაინგრევა მიწა არ ვიცით. ეკლესია დაიბზარა, ეზოებსა და საფლავებზე ნაპრალები ჩნდება. რა დროს ჩავვარდებით არ ვიცით. 5 წელია ასეთ დღეში ვართ. კომპანიისსგან ზარალის ანაზღაურებას ვითხოვდით, მაგრან ახლა აქეთ გვედავებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ არაფრის გადახდას ვაპირებთ,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივების განცხადებით, აქციები გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *