ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ტორტუარების განათებების მოსაწყობად

მერიამ 34 ათას 300 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტროტუარების განათების მოსაწყობად 140 სანათის დამზადება და მონტაჟია საჭირო.

სატენდერო წინადადებების მიღება 24 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა სანათები უნდა დაამონტაჟოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღეში.

ქუთაისში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *