“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში მეწარმეებს, სტუდენტებსა

და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ვაშაძემ მათ სტრატეგია აღმაშენებელი და ქუთაისის განვითარების 11 პუნქტიანი გეგმა გააცნო.

“სტრატეგია აღმაშენებლის გუნდმა ქუთაისისა და იმერეთის განვითარების კომპლექსური გეგმა მოამზადა, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ 30 000 სამუშაო ადგილი და მილიარდი ლარის ინვესტიცია. ნებისმიერ გეგმა სიცოცხლისუნარიანია, თუ მას იზიარებს ადგილობრივი მოსახლეობა. სწორედ ეს ტესტი უნდა გავიაროთ დღეს,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *