ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა

და საია ჭიათურაში, შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან. ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს სახელმწიფოს, ეზრუნა მაღაროების ფუნქციონირებით სოფლებისთვის მიყენებული ზიანის დადგენაზე და დაეცვა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. მათივე განმარტებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მწვავე პრობლემებზე, რომლის წინაშეც შუქრუთელები და ითხვისელები დგანან.

“იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიასთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილება და მიღწეული შეთანხმებების დარღვევის არაერთი პრეცენდენტი ახსოვს, განსაკუთრებით ცინიკურია კომპანიის მოწოდება მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნების შესახებ, რათა საწარმომ შეძლოს საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. ასევე აღსანიშნავია, რომ “მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე” ხაზს უსვამს კომპანია, რომელიც არაერთხელ არის დაჯარიმებული სალიცენზიო პირობების დარღვევისა და წიაღით სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მითითებულ ვადებში დარღვევების გამოუსწორებლობის გამო, სადაც ჯამურად ჯარიმის ოდენობა 400 მილიონ ლარს სცდება. შექმნილ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს შუქრუთსა და ითხვისში არსებული კრიზისული ვითარება, იტვირთოს აქტიური როლი და აღმოფხვრას ის სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველი რჩება,”-ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *