ქუთაისში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ქალაქში 1500 ძირი ვარდი ირგვება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აქედან 1000 ძირი რუსთაველის გამზირზე, 500 კი ქალაქის სხვადასხვა უბნებში დაირგვება.

გარდა ამისა რეგავენ დეკორატიულ ხე-მცენარეებს. უკვე დაირგო 80 ძირი კიპაროსი, 10 ნეკერჩხალი, 80 ტუია.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ქალაქ სერვისი” აწარმოებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *