ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი ლიდერების ინიციატივის”ოფისი გაიხსნა.

ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდა ლიდერების პოვნა, მათი დახმარება განათლების მიღებაში და მათი ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა აქტივობებში.

,,ორგანიზაციის დახმარებით ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობა , გამოავლინონ და განამტკიცონ საკუთარი ლიდერული უნარჩვევები, დაესწრნონ საჯარო ლექციებს და ჩაერთნონ პოლიტიკურ ეკონომიკურ თუ სოციალურ პროექტებში.”- განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი გველესიანმა. 

“ახალი ლიდერების ინიციატივა ” 2019 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა და  რიგით მე-4 რეგიონალურ ოფისი ქუთაისში გახსნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *