ქუთაისში დაკარგული ტურისტის სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.  საძებრო

სამუშაოებში ჩართულია პოლიცია. ახალგაზრდას მდინარე რიონშიც ეძებენ. შეიქმნა საგანგებო შტაბი.

ქუთაისში დაკარგული ტურისტის მოსაძებნად ახალგაზრდებმა მოხალისეობრივი ჯგუფი შექმნეს. მოხალისეები სიმისთვის – ასე ჰქვია ჯგუფს, რომლისათვისაც ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარება შეუძლიათ მოქალაქეებს თუ დაკარგული ტურისტის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობენ.

ნიდერლანდებიდან ჩამოსული ტურისტი, 23 წლის სიიმ ვეგერი, ქუთაისში 7 მარტს გაუჩინარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *