ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში მდებარე საპირფარეშოს რეაბილიტაცია იწყება.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შ.პ.ს. ელეონ-ტურიმ გაიმარჯვა. შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება 77 ათას 188 ლარი იყო. კომპანია მზადაა სამუშაოები  59 ათას 965 ლარად შეასრულოს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება. 

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, განახლებული საპირფარეშო ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.  

ქუთაისში საპირფარეშოების პრობლემა დიდი ხანია დგას. 2018  წელს ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებულ მოქალაქეთა ინიციატივების კონკურსში ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის საკითხმა გაიმარჯვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *