ქუთაისის მერიამ ,,სოციალური ღონისძიებების” პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე

დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. სატდენრტო დოკუმენტაციის მიხედვით, სულ 1935 ცალი ნობათი დარიგდება.

ნობათის შემადგენლობა ასეთია: 1 ცალი გაყინული ქათამი, 2კგ შაქარი, 1 ცალი შედედებული რძე, 1 ლიტრა ზეთი, 1 ცალი კარაქი, 10 ცალი კვერცხი, 2კგ პურის ფქვილი, 1 ცალი პასკა. 

ნობათის შესაძენად 68 ათას 692 ლარია განკუთვნილი.

“მიმწოდებელი” ვალდებულია ,,სოციალური ღონისძიებების” პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათების მიწოდება განახორციელოს საკუთარი ხარჯებით, 2020 წლის 13 აპრილიდან 2020 წლის 16 აპრილის ჩათვლით.

სატენდერო წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 18 მარტს დასრულდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *