სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით

სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლა უწევს. ის მალტაში იმყოფებოდა. ორი წელია იქ მუშაობს. საკარანტინო პერიოდს ახლა წყალტუბოში, ერთ-ერთ სასტუმროში, გადის.

სალომე გვიყვება რა გზის, პროცედურების გავლა მოუწია მას წყალტუბომდე.

,,როგორც გვითხრეს, ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული პირი (არანაირი სიმპტომი რომ არ ქონდეს მაინც, არც მე და ჩემს მეგობარს არ გვქონდა სიცხე და არც სხვა სიმპტომი) 14 დღის განმავლობაში უნდა იყოს ან კარანტინში ანდ თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია გულისხმობს 14 დღე მარტო ყოფნას (თუ ვინმესთან ერთად ჩამოხვედით, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ ერთად წახვიდეთ თვითიზოლაციაში).

მესაზღვრეებმა იმაზეც გააფრთხილეს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევას. საზღვარზე შემოსვლილას პროცედურები კი ასეთია:

,,აეროპორტში შესვლისას გიმოწმებენ გაქვთ თუ არა სიცხე. თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ რომ მგზავრები აიძულონ რიგში დგომისას დისტანცია დაიკავონ (არ მოხერხდა, მაგრამ ისევ მგზავრების გამო). სიცხის გაზომვის შემდეგ, თუ სიცხე არ აღმოგაჩნდათ იწერენ თქვენს შესახებ ინფრომაციას: საიდან ჩამოფრინდით, ბოლო ერთ თვეში რომელ ქვეყნებში იყავით, ვისთან ერთად იმგზავრეთ და ირჩევთ კარანტინს თუ თვითიზოლაცის). თუ სიცხე აღმოგაჩნდათ რა ხდება არ ვიცი, მგონი სასწრაფოს გადაყავს ეგეთი მგზავრები, ყოველშემთხვევასი ჩვენთან ერთად არ გამოუშვიათ. კარანტინის არჩევისას იტოვებენ თქვენ პასპორტს, და თქვენ გიშვებენ მოსაცდელში. ავტობუსის მოსვლის შემდეგ, აცხადებენ გვარებს, გიბრუნებენ პასპორტს და გიშვებენ იმ სასტუმროში რომელშიც მოგიწევთ კარანტინის გავლა.”

როგორია საკარანტინო სივრცე, სადაც სალომე 14 დღეს გაატრებს?

,,კარანტინი მომიწია წყალტუბოში, სასტუმრო ,,პლაზაში”. ოთახი არის უზარმაზარი (ფაქტიურად სახლია). სისუფთავე არის. დაგვახვედრეს პირველადი მოხმარების ნივთები: კბილის პასტა, შამპუნი, საპონი და ა.შ. დღეში სამჯერ მოაქვთ საჭმელი. კართან დგას პატარა მაგიდები კორიდორში. მოტანისას აკაკუნებენ კარზე, ვაღებთ კარს და მაგიდიდან სწრაფად შემოგვაქვს საჭმელები ოთახში. კვება რასაც ველოდი იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა. ოთახში არის მადუღარა, ყავა, ჩაი და წყალი. ადმინისტრაციას ვეკონტაქტებით ტელეფონით რომელიც ოთახშია. ჯერჯერობით რაზედ დავრეკეთ რითიც შეეძლოთ დაგვეხმარნენ. ოთახში არის თერმომეტრი. გვირეკავენ და იწერენ მონაცემებს თუ რამდენი გვაქვს ტემპერატურა. კონტაქტი არავისთან არ გვაქვს, არც გვერდით ოთახში მყოფებთან. ოთახიდან გასვლა გვეკრძალება. მხოლოდ კარის გაღება რომ საჭმელები შემოვიტანოთ. ჭამის შემდეგ, ნაგვის პარკებია ოთახში ვაწყობთ ამ ყველაფერს, ვდებთ ისევ კორიდორში მაგიდაზე და შემდეგ მიაქვთ თვითონ. wifi  არის და ტელევიზორიც.”

სალომე ამბობს, რომ მალტაში კორონავირუსის დაფიქსირებიდან ერთ კვირაში დაინფიცირებულების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა.

,,არც მალტის და არც სტამბულის აეროპორტი არ იყო ისეთი ორგანიზებული როგორც ჩვენთან.ყველა თანამშრომელს ეკეთა პირბადე, სათვალე და ხელთათმანი (როცა სხვა აეროპორტებში მხოლოდ პირბადე ეკეთათ, ისიც ყველას არა). ნებისმიერ კითხვაზე გვაძლევდნენ ადეკვატურ და თავაზიან პასუხს, რამდენად არადეკვატური კითხვაც არ უნდა ყოფილიყო დასმული.”

კარანტინში ყოფნის მიუხედავად ის მუშაობას არ წყვეტს და სამსახურეობრივ მოვალეობას ამჯერად ონლაინ, დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

#სალომესსამოქალაქოპასუხისმგებლობა
#stopcov

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *