მაგდა ფურცხვანიძე ერთ-ერთია იმათგან, ვისი გეგმებიც კორონავირუსმა რადიკალურად შეცვალა.

საფრანგეთში სასწავლებლად გამგზავრებულმა სტუდენტმა სამშობლოში დაბრუნება რამდენიმე დღის წინ შეძლო და ახლა სავალდებულო საკარანატინო პერიოდს გადის. 

,,ისტერიკაში ყოფნისას ყველაზე უცნაური რა გაგიკეთებიათ? მე რამდენიმე სხვადასხვა რეისის თვითმფრინავის ბილეთები ვიყიდე. პირველი 31 მარტის,მეთქი მოგვარდება ეს ამბები,ცოტას გავისეირნებ კიდეც და მერე წავალ სახლში-თქო. მეორე ბილეთი 17 მარტის ვიყიდე. ვიფიქრე გაუქმდება 31-ის ფრენა და აქ არ ჩავრჩე-თქო. მესამე ისევ 17 მარტის, იმიტომ რომ ის წინა 17 მარტის ფრენა, ოღონდ სხვა ავიაკომპანიის ნამდვილად გაუქმდა. თან ამ პროცედურებს შორის სხვაობა დაახლოებით მხოლოდ 3-4 საათი იყო.არა,უნარების ამოცანა არ არის. მე თვითონ ჩავიდინე.” –
ამბობს მაგდა.

კორონავირუსისი პრევენციისათვის საქართველოში ჩამოსული ნებისმიერი ადმიანი ვალდებულია 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი გაიაროს. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც თვიზოლაციის წესებსაც არღვევენ და კარანტინში ყოფნაც არ სურთ. მაგდა ისევე როგორც შესაბამისი უწყებები სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციების ზუსტი შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

,,როდესაც გავაანალიზე, რომ მე შეიძლებოდა საფრთხე შემექმნა დედაჩემის,მამაჩემის,ჩემი ძმის და საერთოდ ყველა იმ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვისთვისაც ღირს ჩემი სიცოცხლე,ერთი წამით არ მიფიქრია მათთან მიახლოვებაზეც კი. საშინელი განცდაა ეს. მერე პარანოიაშიც გადაგდის როგორმე ვინმეს სიცოცხლეს არ ავნო. ამიტომ მშვიდად წამოვედი კარანტინში,რაც შეიძლება შორს მათგან.”

ის სავალდებულო საკარანტინო პერიოდს საირმეში გადის.

მაგდა გვიყვება როგორია გარემო სადაც ის 14 დღეს გაატარებს.

,,ისეთი პირობები,როგორშიც ჩვენ კარანტინში ვცხოვრობთ,საქართველოს მოსახლეობის ალბათ ძალიან მცირე ნაწილს თუ ექნება:კომფორტული ოთახი,სუფთა თეთრეული,სამჯერადი დაბალანსებული კვება,ინტერნეტი,ტელევიზორი,სუფთა ჰაერი,სიმშვიდე,მზრუნველი პერსონალი,24 საათიანი დაცვა,აბსოლუტურად ყველაფერი,რაც ადამიანს თავის მოვლისთვის სჭირდება. და მაინც, ამ ადგილებიდან გარბიხართ თქვენს შვილებთან,ცოლებთან,დედებთან,ძმებთან, დებთან, სიხარულით მიგაქვთ მათთვის სხვა ქვეყანაში ნაყიდი ათასნაირი საჩუქარი… და ამ ყველაფერთან ერთად,ფართოდ გაშლილი მკლავებით,ერთი მონატრებული კოცნით ან/და ჩახუტებით მათთვის ყველაზე საშინელი საჩუქარი – პოტენციური სიკვდილი მიგაქვთ.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *