იმერეთში მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს ქართულ-ამერიკული არასამთავრობო

ორგანიზაცია “ახალი ლიდერების ინიციატივა” საკვებ პროდუქტებს გადასცემს. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, პროდუქტები 17 ოჯახს გადასცეს. 

,,ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი ლიდერების ინიციატივა” NLI მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით კვლავაც ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს იმერეთის სხვადასხვა რეგიონში მათ შორის ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახებს მარტოხელა მოხუცებს, გაჭივრებულ ოჯახებს დაურიგდათ პირველადი მოხმარების საკვები.” – ამბობს გიორგი გველესიანი “ახალი ლიდერების ინიციატივას” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი. 

ორგანიზაციამ საქველმოქმედო აქცია გასულ დღეებშიც გამართა. ქუთაისში მოქალაქეებს სადეზინფექციო საშულებები გადასცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *