ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცისაათვის  ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარუდო ღირებულება

736 ათს 306 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 22 აპრილს დაიწყო და 27 აპრილს დასრულდება. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მოეწყობა ახალი მონოლითური კიბეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ლამპიონებს. პროექტის მიხედვით 100 საფეხურიან კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები მოეწყობა, ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტი და მობილურის დასამუხტი ბატარეები განთავსდება.

ქალაქის მერმა ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება გასულ წელს გააჟღერა. რეაბილიტაციის დაწყების გაჭიანურების მიზეზად კიბის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ყოფნა სახელდებოდა. 

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში აშენდა. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა და რეკონსტრუქცია “კომუნმშენპროეტის” მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. პროექტის მიხედვით კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და გამწვანების ზოლის განახლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *